მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

584fe09c00106
BM.GE
13.12.16 15:48
1316
"ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს, რასაც როგორც ბრალდების მხარე, ასევე მოსამართლე დაეთანხმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მინდელი გარკვეული პერიოდი იყო შპს მაგნოლიას ფილიალის დირექტორი, მას უფლებამოსილება არ ჰქონდა და თანხებთან წვდომა არ ჰქონდა, თანხას ვერ მიითვისებდა",- განაცხადა მინდელის ადვოკატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები