მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცენტრ პოინტის" მშენებლობებს მ2 აღარ გადაიბარებს - შეთანხმება ვერ შედგა

5c6d4186767ae
სალომე მეცხვარიშვილი
20.02.19 15:59
2847
თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ცენტრპოინტის“ მშენებლობებს მ2 აღარ გადაიბარებს.

როგორც მან bm.ge-თან განმარტა, მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

"საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ პირობები, რომლებიც დაზარალებულების ინტერესში შედიოდა, ამაზე ვერ განაცხადა თანხმობა და ვერ დაითანხმეს მ2 და შეიძლება პირიქითაც იყო. გარკვეული პირობები, რომელიც მათ წამოაყენეს, ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი. მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება ამ პროცესში, სანამ გარკვეული ნორმალური, კარგი და საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება. გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ მოხდება გარკვეულ მოდელზე შეთანხმება.

რაც შეეხება პირობებს, რამდენიმე ნიუანსი იყო, არ იყო რაიმე ერთი კონკრეტული მიზეზი, თორემ მემახსოვრებოდა. რამდენიმე საკითხი იყო, რომელმაც ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა", - აცხადებს ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები