მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ"

5b2925f0cd014
BM.GE
19.06.18 19:48
805
„ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე პარლამენტში ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში ის სასტუმროების სექტორის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

„კომპანია ცენტრ-პოინტში ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი სასტუმროების ქსელ „რჩეულში“. ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საქართველოში განვითრებულიყო სასტუმროების მიმართულება.

მე დაკითხვაზე არ ვარ ნამყოფი.

ჩემი საქმიანობა ამ კომპანიაში დაკავშირებული იყო სასტუმროების სისტემის განვითარებასთან“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები