ტაშკენტში ცენტრალურ აზიაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი შენობის სიმაღლე 215 მეტრი იქნება.
50-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა უზბეკეთის დედაქალაქში ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია.
ცათამბჯენი ახლი საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრის ფუნქციას შეითავსებს: შენობაში სხვადასხვა კომპანიის ოფისები, რესტორნები, კაფე-ბარები, საცხოვრებელი სახლები და სხვა დაწესებულებები იქნება წარმოდგენილი. ცენტრის ეზოში გამწვანებული ზოლის მოწყობა და ხელოვნური ტბის გაშენებაც იგეგმება.
პროექტი ოთხი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

























