მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გათავისუფლების გამო, ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებენ

5d22fd9fcd203
მიხეილ ხაჩიძე
08.07.19 23:15
998


თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მურათ ჩეთინკაიას პოსტიდან გათავისუფლების გამო, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებენ. 


თურქეთის ოპოზიციურ პარტიებში ერდოღანის გადაწყვეტილებას გმობენ და მომხდართან დაკავშირებით მწვავე შეშფოთებას გამოთქვამენ.

ცნობილმა თურქმა საბანკო ექსპერტმა ტიმოტი აშიმ გადაწყვეტილებას იდიოტური უწოდა. "ცენტრალური ბანკის სანდოობა უკვე ჯოჯოხეთშია, ეს გადაწყვეტილება საკითხს კიდევ უფრო აუარესებს", - დასძინა ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის:  მურათ ჩეთინკაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია კვირას გახდა ცნობილი. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განკარგულებით, მას პოსტის დატოვება არასამუშაო დღეს მოუხდა. მის ადგილას კი, მისივე მოადგილე მურატ უისალმა დაინიშნა. 

როგორც თურქული გაზეთი "Hürriyet" დღევანდელ ნომერში იუწყება, მურათ ჩეთინკაიას გათავისუფლების ზუსტი მიზეზი კვლავ უცნობია; ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზად ერდოღანმა ის გარემოება გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, ჩეთინკაია საბანკო პროცენტების დაწევისგან თავს იკავებდა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტს კი, დაწეული პროცენტები ინფლაციის შემცირების მთავარ წყაროდ მიაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები