მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ceramica Georgia-მ პირველი შოურუმი გახსნა - პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია

64ad29d07c32b
BM.GE
11.07.23 14:05
598
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “Ceremica Georgia”-ს პირველი, პრემიუმ სეგმენტის შოურუმი გაიხსნა.

პირველი შოურუმი თორნიკე ერისთავის ქუჩაზე გაიხსნა. 1400 კვ.მ. სივრცეში წარმოდგენილია ისეთი ექსკლუზიური ბრენდები როგორიცაა: Victoria + albert, Imola ceramic, LitOkol, Oli და სხვა.

„საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებთ. სწორედ მათი ფინანსური მხარდაჭერით გავხსენით ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდის - Polo Ralph Lauren-ის პირველი მაღაზია. უკვე 12 წელია რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდები შემოგვყავს. Polo Ralph Lauren-ის “პან ეუროიან ფეშენ ჯგუფის“ წევრია, რომელიც წლებია უკვე თბილისში სხვადასხვა ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებს წარმოადგენს. ესენია: თავისუფლების მოედანზე მდებარე ბრენდი Burberry, New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი და სხვა. რაც შეეხება ახალ შოურუმს, ვაპირებთ რომ კიდევ 4 გავხსნათ თბილისის მასშტაბით. მაგრამ ჩვენ ამით არ ვჩერდებით და უახლოეს მომავალში New Yorker-ის რიგით მეექვსე ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ე.წ. სერვის +-ს და პერსონალის დატრენინგებას ვახორცილებთ, რასაც უზრუნველყოფენ პარტნიორები - უშუალოდ იმ ბრენდების წარმომადგენლები, ვისთანაც ექსკლუზიური თანამშრომლობა გვაქვს“,- განაცხადა ნინი ხულელიძემ, კომპანიის დირექტორმა.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები