10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6,15%.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მოცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6,15%, რაც რაოდენობრივად არის 215 329 ამომრჩეველი. შეგახსენებთ, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი (2510051) და ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.