მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.81%-ს შეადგენს

57f8bda18af07
დავით ჯალაღონია
08.10.16 13:13
1522
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღის 12 საათისთვის ამომრჩევენთა აქტივობამ 19,81% შეადგინა. არჩევნებზე 695 948 ამომრჩეველი მივიდა.

ასევე, როგორც უწყების ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რამდენიმე ბიულეტინი ერთმანეთში არეული იყო. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ხარვეზი უკვე გამოსწორდა.

"სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, რადგან ბიულეტინების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტინები. სულ 2 ბლოკნოტია ასეთი. ეს ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა ის ბიულეტინები, რომელიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და ლაგოდეხში გამოიყენეს, კომისიის მსჯელობის შემდეგ, კანონის თანახმად გაბათილებული იქნება", - განმარტა მიქელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები