მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცესკო არჩევნების მეორე ტურისთვის ფინანსთა სამინისტროს 4 მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას სთხოვს

58074b94eb0a9
ელენე გოგბერაშვილი
19.10.16 14:29
1161
ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა, რაც დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრებისთვის ცესკოს დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს.

როგორც ცესკოში განმარტავენ, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.

"ხარჯთაღრიცხვის ჯამური ოდენობა მეორე ტურისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენს. ცესკოს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამულ კოდებზე არსაბული ეკონომიები ჯამურად დაახლოებით 1 300000 ლარია, ხოლო სხვაობა 4 მილიონ 700 000 ლარი მოთხოვნილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის", - აცხადებენ ცესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები