მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: დათვლილია უბნების 59%, ვაშაძე - 41.4%, ზურაბიშვილი - 58.6%

5bff020593d5c
BM.GE
29.11.18 00:43
992
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 59.6% უკვე დათვალა, არსებული მდგომარეობით, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობაა 429,648 რაც ხმების 41.4%-ს შეადგენს. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა კი 607,949, რაც ხმების 58.6%-ს შეადგენს. 

საარჩევნო ოლქების უმეტესობაში ჯერ-ჯერობით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. რამდენიმე გამონაკლისი, სადაც ხმათა 50%-ზე მეტი გრიგოლ ვაშაძემ აიღო შემდეგია - თელავი (51.4%), რუსთავი (51.3%), ქუთაისი (50.3%), წალენჯიხა (57.8%), უცხოეთი (54.5%).

მეორე ტურში ხმა სულ 1,975,845-მა ადამიანმა მისცა, ეს ამომრჩეველთა 56.2%-ია. არჩევნების პირველ ტურში აქტივობა 46% იყო. 

საქართველოში გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უკანასკნელი შემთხევვა იყო. 2024 წლიდან პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები