ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 62.02% მიიღო.
“ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს შალვა შავგულიძეს ხმების 37.98% ერგო.
მთაწმინდის ნომერ პირველი მაჟორიტარული ოლქის 31 უბნიდან, ცესკომ 21 უბნის მონაცემები დაითვალა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ლადო კახაძემ 7017 ხმა მიიღო, ხოლო შალვა შავგულიძემ - 4298 ხმა.

























