მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიას $4.5 მილიონად ყიდულობს

641abe24cac2c
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.23 12:59
1187
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების ელექტრონულად დათვლისთვის, ასევე ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის ბრიტანულ კომპანია Smartmatic International Holding-თან 4.5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში ცესკო ასევე მიიღებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც საარჩევნო უბნები საოლქო კომისიებში გააგზავნიან მიღებულ შედეგებს.

ცესკოს მიერ შესასყიდი აპარატურის ჩამონათვალი:

● ამომრჩეველთა ვინაობის ამომცნობი დამადასტურებელი აპარატები - 840 ერთეული;
● ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი - 520 ერთეული;
● საარჩევნო ბიულეტენების ყუთი - 520 ერთეული;
● კენჭისყრის შენობიდან შედეგების ცესკოს სერვერზე გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფა (MS SQL) თავსებადი;
● აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით შედეგების გადაცემისთვის მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ იქნება 170 ერთეული ტაბლეტი.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აპარატურის მიწოდება 2023 წლის მარტი-მაისის პერიოდში უნდა მოხდეს.

თავად Smartmatic International Holding-ი 2000 წელს არის დაფუძნებული და იურიდიულად ის ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც ბრიტანული და საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში).

2023 წლის თებერვალში ცესკომ გამოსცა დადგენილება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის წესები არის განსაზღვრული.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები