მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცესკომ 1988 წლის ჩამოწერილი მიკროავტობუსი 2016 წლის TOYOTA-თი ჩაანაცვლა

5aace815ea5ae
მარი როჭიკაშვილი
17.03.18 14:02
1334
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავტომობილების ჩანაცვლების პრინციპები დაარღვია, როდესაც 1988 წლის მიკროავტობუსი FORD TRANZIT–ი, 2016 წლის ტოიოტას სედანით ჩაანაცვლა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1500 ლარად შეფასებული მიკროავტობუსი 73 912 ლარის ღირებულების 2 016 წლის TOYOTA CAMRY–ის სედანით შეცვალა. თუმცა, აუდიტი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიიმართული მიკროავტობუსის გამოყენებისგან მისაღები ეკონომიკური სარგებლის გაუმჯობესებისკენ.

“ მიკროავტობუსის პარამეტრები და ტიპი სრულად განსხვავებულია სედანის შესაბამისი მახასიათებლებისგან. აღნიშნული გარემოებებისა და ფასთა თანაფარდობის გათვალისწინებით, ავტომანქანის ჩანაცვლება ფაქტობრივად წარმოადგენდა ცესკოს მიერ ჩანაცვლების საფუძვლების არასწორად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება ჩანაცვლების ზოგად პრინციპებს და მიზნებს.” –ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ჩანაცვლების პრინციპით, ფასთა სხვაობის (ღირებულების 98%) შესავსებად „შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ-ინ კომპანის“ ცესკომ 72 412 ლარი აუნაზღაურა. გაირკვა რომ ავტომანქანა კომპანიას შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისისგან“ 69 326 ლარად ჰქონდა შესყიდული, რომელიცც ცესკოსთვის 4 586 ლარის ფასნამატით იყო მიწოდებული.

აუდიტში თვლიან, რომ ცეესკო ახალ ავტომანქანას არა ჩანაცვლების, არამედ ტენდერის საფუძველზე შეიძენდა, შესაძლოა შეემცირებინა ავტომანქანის ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები