მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: დროა უკვე, ეტაპობრივად გადაიხედოს საპროცენტო განაკვეთები

5b03d9459c95e
ლევან თაღიაშვილი
22.05.18 13:00
1155
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია. ბიზნესმენი ფინანსთა მინისტრის მიერ ამ მიმართულებით გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება.

"მე მიმაჩნია, რომ ბატონმა მამუკა ბახტაძემ სწორი მიმართულება მისცა, როდესაც საუბრობდა, რომ საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთები. ალბათ, დროა უკვე, ეტაპობრივად გადაიხედოს საპროცენტო განაკვეთები. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ბევრი მიმართულებით შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახდა, იმიტომ რომ სახელმწიფომ მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში მონაწილეობა და ძალიან ბევრი ჩემს გარშემო საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენელი ღებულობს დაფინანსებას",- განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები