მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე: ნაწილობრივ ვეთანხმები

5ad5ef9052f5d
სალომე მეცხვარიშვილი
17.04.18 17:00
921
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ბანკები ეკონომიკის მუხრუჭი არ უნდა იყვნენ, ნაწილობრივ ეთანხმება. როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, დღეს პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ ბანკები თავად არიან შესული სხვადასხვა ბიზნესში.

"ცალსახად უნდა იყოს გამიჯნული სფეროები - რას უნდა ემსახურებოდეს საბანკო სექტორი და რას უნდა ემსახურებოდეს რეალურად ბიზნესი. დღეს გამოდის, რომ ერთი ბანკის ხელში თავმოყრილია: ჯანდაცვა, ფარმაცია, თითქმის ყველა დარგში არიან შესულები, ეს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ვფიქრობ, ზუსტად ეს ქმნის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების პრობლემას.

სესხთან დაკავშირებით პრობლემა ჩვენ ნამდვილად არ გვქონია, ყველაზე დიდი პრობლემა არის, როდესაც ბანკები და საფინანსო სექტორები თვითონ ხდებიან მწარმოებლები. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ კლიენტი, მათ გააჩნიათ ჩვენს შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია და შემდეგ ვიღებთ შედეგს, რომ ისინი იწყებენ აღნიშნული ბიზნესის წარმოებას. ეს საკმაოდ ცუდია",- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები