გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ წელს, ვიდრე შარშან,- ამის შესახებ ბიზნესმენმა და კომპანია “ზედაზენის” მმართველმა პარტნიორმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესისთვის გაცილებით უარესია არასტაბილური მდგომარეობა, როცა დილიდან საღამომდე რამდენჯერმე იცვლება ლარის კურსი.
“და ეს დღეების განმავლობაში არ გრძელდება, ეს გრძელდება წლების განმავლობაში. მუდმივად გვესმის - “ახლო და შორის პერსპექტივა ლარის”, რომ ეს საფრთხეს არ წარმოადგენს და ეს არ იქონიებს გავლენას ფასებზე, მაგრამ ეს ხდება პირიქით. მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ბიზნესის მდგომარეობა ლარის არსებული კურსით უარესდება, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ წელს, ვიდრე შარშან და მოლოდინიც უკეთესობისკენ არ არის”,- აცხადებს ბიზნესმენი.

























