მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცეზარ ჩოჩელი "რუსულ ტურისტულ ემბარგოზე": დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ

5d186713699e6
სალომე მეცხვარიშვილი
30.06.19 11:36
1027
ბიზნესმენი და კომპანია “ზედაზენის” მმართველი პარტნიორი ცეზარ ჩოჩელი რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან დანაკლისს არ ელოდება. ამის შესახებ მან გადაცემა “Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” განაცხადა.

ამ ეტაპზე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, - ამბობს ბიზნესმენი და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოში პოზიტიური კამპანიები დაიწყო ქვეყანაში დასვენებასთან დაკავშირებით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო დიდი დანაკლისი არ გვექნება.

“ზოგადად, თუ არ მეშლება, ტურიზმის წილი ეკონომიკაში 7-დან 8%-მდე მერყეობს, რუსი ტურისტების წილი სადღაც 1,5%-ია, საჰაერო გზებით შემოსული ტურისტების რაოდენობა თუ არ მეშლება, 0.5% უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სულ რომც აიკრძალოს, გარკვეული ნაწილი მაინც ჩამოვა, რადგან დღეს არ არის განწყობა საქართველოს მიმართ რუსი მოსახლეობის მიმართ, რაც იყო წლების წინ. თუნდაც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებს რომ გადახედოთ, საკმაოდ აგრესიულად აკრიტიკებენ საკუთარ ხელისუფლებას. ასე, რომ მე არ მგონია, ამან სერიოზული გავლენა იქონიოს, თუნდაც რიცხვებიდან გამომდინარე. ალბათ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, თუმცა, კარგია, რომ ეს დღეს მოხდა და არა 2-3 წლის შემდეგ. ზოგადად, როცა საქმე გვაქვს არასტაბილურ ბაზართან, ბიზნესმაც შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რომ შედარებით სტაბილურ ბაზრებს ვეძებდეთ და იქ ვცდილობდეთ ჩვენი პროდუქციის გატანას ან თუნდაც იმ ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები