ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდს ნებაყოფლობით ბევრი ადამიანი დატოვებს.
ამის შესახებ მან "ბიზნესმედია ლანჩზე" განაცხადა.
ჩოჩელის აზრით, რეფორმისთვის მთავრობა მზად არ იყო და დღემდე ბიზნესმენებიც არ არიან ბოლომდე ინფორმირებულები.
„საპენსიო ფონდიდან გადინება ძალიან დიდი იქნება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი მენეჯმენტიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, არავინ არ იყო მზად ამისთვის. ვფიქრობ, რომ მოდელი აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, პირველ ეტაპზე მაინც. ნელ-ნელა უნდა გვეჩვენებინა თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროგრამამ. მოდელიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ჩვენც არ ვართ ბოლომდე ინფორმირებულები“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან 40 წელს ზევით დასაქმებულ პირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოებში.

























