მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცეზარ ჩოჩელი: სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები მძიმე ტვირთად აწვება წარმოებას

58c93a536298d
ელენე გოგბერაშვილი
15.03.17 16:56
1226
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობს. როგორც ჩოჩელი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები წარმოებებს მძიმე ტვირთად აწვება. მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში დაფინანსების მოსაძიებლად უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებთან უწევთ ურთიერთობა, რადგან საქართველოში, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის დევალვაციის პირობებში, წარმოებისთვის 8-9%-იანი განაკვეთები სესხებზე საკმაოდ მაღალია.

"პრობლემა არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, როცა ეროვნული ვალუტა განიცდის ასეთ დევალვაციას და ამ დროს საპროცენტო განაკვეთი 8-9 პროცენტია. ეს მძიმედ აწვება წარმოებას. მე ვფიქრობ, წარმოებსითვის განაკვეთის მაქსიმუმი უნდა იყოს 3-4%-ის ფარგლებში, როგორადაც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული. ჩვენ დღეს ძირითადად უცხოური დაფინანსებები შემოგვაქვს. იგივე ნატურალური წვენების პროექტში 6 მილიონი ევროს დაფინანსება გერმანული კომპანიიდან გვაქვს. მიმდინარე პროექტებზე ასევე ძირითადად უცხოურ კომპანიებთან ვმუშაობთ", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები