მთავრობა CFD აუქციონის მეორე რაუნდს იწყებს- განახლებული პირობებით წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. შეთავაზება მარეგულირებელი ჰესების პროექტებსაც მოიცავს, ასევე მზის და ქარის ელექტროსადგურების ნაწილი ენერგიის შემნახველი მოწყობილობების თანხლებით უნდა აშენდეს. მთავრობას სურს რომ ასეთი მოწყობილობებით ჯამში 70 მეგავტი ქარის და 70 მეგავატი მზის სადგურები აღიჭურვოს. ბიზნესი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საინვესტიციო ღირებულება პროექტს 60%-ით მაინც იზრდება. რამდენად არის მზად ბიზნესი ახალ აუქციონში ჩაერთოს და რა სჭირდება კერძო სექტორს იმისთვის რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციები გაზარდოს?