ეკონომიკის მინისტრის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, CFD კონტრაქტებში განისაზღვრება ესკოს მიერ ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის ფასი, ნაცვლად ენერგეტიკულ ბირჟაზე დაფიქსირებული ფასისა.
კერძოდ, საუბარია საბალანსო ელექტროენერგიაზე, რა ფასადაც მიმწოდებელი კომპანიები ესკოსგან ყიდულობენ.
"როცა ბირჟის გახსნა გადავავადეთ კითხვა არსებობდა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც აუქციონში გამარჯვებული იყვნენ. თავდაპირველად, აუქციონის ფასის ფორმირება ბირჟაზე წარმოქმნილი ფასის მიხედვით უნდა მომხდარიყო, თუმცა რადგან ბირჟის გახსნამ გადაიწია, იმისთვის, რომ არიდებული იყოს გარკვეული რისკები, სწორედ ეს ფუნქცია გადმოგვაქვს ესკოს ქოლგის ქვეშ. ანუ ის ფასი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბირჟის პროცესში ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დროს, ახლა იქნება უკვე ესკოს ქოლგის ქვეშ. ეს იგივეა, რაც საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც თვის ჭრილში ერთხელ დგინდება და ეს ფასი იქნება აღებული CFD კონტრაქტის საპირწონე ფასად. მეორე სიმძლავრის აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს ნოემბრის დასაწყისში და იქნება ორჯერ მეტი სიმძლავრე, რაც პირველ აუქციონში იყო", - ამბობს მიქაუტაძე.