ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 3 ჰესი შევიდა, დადგმული სიმძლავრით 5,7 მეგავატი, წლის ბოლომდე კი გეგმაშია ჯამურად 118 მეგავატი სიმძლავრის 7 ჰესის მშენებლობის დასრულდება. მისი თქმით, CFD მხარდამჭერი სქემა ბიძგისმიმცემი აღმოჩნდა ბევრი ენერგეტიკული პროექტისთვის. როგორც ცნობილია, პირველი სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული 24 კომპანია აპრილში გამოავლინეს, თუმცა ამ კომპანიებთან ხელშეკრულება დღემდე გაფორმებული არ არის. მიქაუტაძე ამბობს, რომ დარჩენილ 1200-ი მეგავატის სიმძლავრეზე აუქციონები სექტემბერში გამოცხადდება. კერძო სექტორში იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო შემდგომ აუქციონებს დასახელებულ ვადებში ჩანიშნავს. განახლებადი ენერგიების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა მთავარია რა სიმძლავრეზე გამოაცხადებს მთავრობა აუქციონებს, რადგან, როგორც აბრამიშვილი ამბობს, პირველმა აუქციონმა გამოაჩინა, რომ ინტერესი გამოცხადებულზე გაცილებით მეტი იყო.