კომპანია "ტრანსპორტერმა" ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს, დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა. ლაშამ ტრანსპორტერისგან CFMOTO-ს სპორტულ ბაგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი, ZFORCE 1000 sport R მიიღო, რომელიც იდეალური საშუალებაა ოფროუდ გართობისთვის. ბექაურს ასევე უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველანაირი ეკიპირება და უამრავი აქსესუარი გადაეცა. როგორც ტრანსპორტერში აცხადებენ, ამ ჟესტით კომპანიამ ლაშას მიმართ მადლიერება გამოხატა ქვეყნისთვის მონიჭებული სიამაყისა და კიდევ ერთი ოქროს მედლისთვის, რომელიც რიგით მეორე იყო ლაშა ბექაურისთვის.