მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CH GROUP-ი კომერციული ობიექტების გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირებას გთავაზობთ (R)

5f843ac540302
BM.GE
12.10.20 15:20
1746
CH GROUP-ი მომხმარებელს კომერციული ობიექტების გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირებას სთავაზობს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს.

CH GROUP (COOLING HEATING GROUP) 2017 წელს გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სფეროში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალების მიერ დაარსდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი მომხმარებელია და მის საჭიროებებზე მორგებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ასრულებენ: უმარტივესი კონდიციონერის მონტაჟიდან - ურთულეს ცენტრალურ HVAC (Heating – Ventilation – Air Conditioning) სისტემების პროექტირება-ინსტალაციამდე.

"ამჟამად CH GROUP-ში Midea-ს ბრენდის კომერციულ კონდიციონერებზე განსაკუთრებული აქციაა. ფასდაკლება ეხება ყველა ტიპის სამრეწველო კონდიციონერებს:

კოლონური (დასადგამი) კონდიციონერი, კასეტური კონდიციონერი, ჭერი-იატაკის კონდიციონერი, არხული კონდიციონერი, მულტი-სპლიტ კონდიციონერი.

კომერციული სპლიტ კონდიციონერები საინტერესოა ყველა ტიპის ობიექტისთვის, რომლის სივრცეც გათბობის, ვენტილაციის ან კონდიცირების პრობლემის წინაშე დგას; ასევე მცირე ზომის მარკეტები და ოფისები, განსაკუთრებით, ნულ სართულზე არსებული სამეწარმეო ობიექტები", - აცხადებენ კომპანიაში. 

შეთავაზება აქტუალურია ისეთი ტიპის ფართებისთვის, სადაც აგრეგატის სიმძლავრე და კომპაქტურობა არის პრიორიტეტი.

დეტალებისთვის: მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ fb-გვერდზე ან ტელეფონზე: 591 05 85 08
ვებ-გვერდი: www.chgroup.com.ge  Facebook: CH Group.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები