მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CH GROUP საქართველოში Midea-ს ქარხნის ოფისის ავტორიზებული დილერია

5fc8bb0733925
BM.GE
03.12.20 14:05
1518
კომპანიაში აცხადებენ, რომ Midea-ს საქართველოს ოფისის დილერობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. გთავაზობთ ინტერვიუს CH GROUP-ის ტექნიკურ დირექტორთან, დავით ხმალაძესთან.



რას გულისხმობს თქვენთვის ეს სტატუსი?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ Midea უმსხვილესი, უმაღლესი ხარისხის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც გააჩნია საყოფაცხოვრებო და კომერციული დანიშნულების ხაზი. ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ Midea CAC (კომერციული კონდიცირების სისტემები) საქართველოს ავტორიზებულ დილერს. ეს სტატუსი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ ბრენდი ენდობა ჩვენს ჯგუფს, გვანდობს თავის პროდუქტს და მხარს გვიჭერს გაყიდვების მეტად სტიმულირებისთვის.

ვინ შეიძლება დაინტერესდნენ Midea CAC-ის პროდუქციით?

Midea-ს პროდუქციით შესაძლოა დაინტერესდეს როგორც ფიზიკური პირი, ასევე კომერციული ობიექტები:

Midea-ს აქვს პროდუქტი, რომელიც მრავალოთახიანი საცხოვრებელი ბინების და კერძო სახლებისთვის არის განკუთვნილი. ამ სისტემის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ კონდიციონერის ერთი გარე ბლოკის მეშვეობით შესაძლებელია რამოდენიმე დამოუკიდებელი ოთახის გაგრილება-გათბობა.

ამჟამად მულტისპლიტ სისტემებს განსაკუთრებული პირობებით ვთავაზობთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ყველა სამშენებლო კომპანიას. ბუნებრივია, ჩვენი სერვისი პროდუქციის მიწოდებასთან ერთად მოიცავს: პროექტირებას, მონტაჟს, 5 წლიან გარანტიასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას.

შედეგად ვიღებთ: უხმაურო აგრეგატებს, შენარჩუნებულ ფასადის იერსახეს და ენერგოეფექტურ დენის მოხმარებას.

გარდა მულტისპლიტისა რა პროდუქტებსა და სერვისს მოიცავს Midea CAC-ის ასორტიმენტი:

ბრენდ Midea-ს კომერციული მიმართულება მოიცავს დიდი წარმადობის ენერგოეფექტურ გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების (HVAC) სისტემებს. ეს სისტემებია: VRF სისტემა, ჩილერის სისტემა, რუფტოპი, ჰაერის მოდინებითი დანადგარი (AHU), სავენტილაციო აგრეგატები და მულტიზონალური კონდიციონერები.

პროდუქციის ასორტიმენტი მორგებულია ნებისმიერი ზომის და დანიშნულების კომერციულ ობიექტებზე, რომელსაც გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება სჭირდება. ეს შეიძლება იყოს სასტუმროები, რესტორნები, საწარმოები, ოფისები, საწყობები და ა.შ

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები