ტენეს ქარხანა საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს, რაც მოსახლეობას საშუალებას გარემოზე ზრუნვის საშუალებას აძლევს.
"ტენე" ციფრული რუკას აქვეყნებს, სადაც გაერთიანებულია ნარჩენის ყველა ჩამბარებელი ორგანიზაცია და საცხოვრებელი სახლიდან უახლოესი ადგილი შეგიძლიათ მისი დახმარებით ნახოთ.
"ძალიან საინტერესო ამბავი გვაქვს თქვენთვის! ბევრი თქვენგანი გვწერს, რომ კარგი იქნება, თუ ჩაბარების პუნქტი მათ სახლთან ახლოს იქნება, რადგანაც აივანი აევსოთ შეგროვილი პლასტმასით და ვერ ახერხებენ მის ჩვენამდე მოტანას.
გვინდა გაგახაროთ: როგორც აღმოჩნდა ჩაბარების პუნქტი თქვენ სახლთან ახლოს უკვე არსებობს.
უფრო მეტიც, Parki ar minda -ს ინიციატივით არსებობს ციფრული რუქა, სადაც გაერთიანებულია ნარჩენის ყველა ჩამბარებელი ორგანიზაცია და თითის 1 დაჭერით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ უახლოეს პუნქტამდე: https://cutt.ly/VRwDxYv ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ქულების დაგროვების სისტემას, რომელიც "ტენე"-ში ფუნქციონირებს, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე არ იმოქმედებს.
"ეს ობიექტები არ არის ჩართული Tene - ტენე -ს ქულების დაგროვების პროგრამაში, აქ უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი ხდება მოხალისეობრივად, გარემოზე ზრუნვის მოტივით და მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად", - ნათქვამია ინფორმაციაში.