საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების (EMBA) ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, მხოლოდ შიდა პროფესიული გასაუბრების საფუძველზე.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამა განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, ვისაც უკვე აქვს მენეჯერული გამოცდილება და სურს ინტერპერსონალური და ლიდერული უნარების განვითარება, სისტემური ხედვის გაღრმავება და თანამედროვე მენეჯმენტისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების დაუფლება.
SEU-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენონ მსოფლიოს ნომერი პირველი უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ციფრული პლატფორმა – Orbit, რომელიც დაეხმარება მათ სტარტაპ პროექტების განვითარებასა და ბიზნეს ქეისების პრაქტიკულ დამუშავებაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის მეწარმეობის კომპონენტი ამერიკაში, MIT-ში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
„პროგრამის სამიზნე ჯგუფია პროფესიონალები, რომლებსაც უკვე აქვთ მინიმუმ ხუთწლიანი მენეჯერული გამოცდილება და ეძებენ კარიერულ წინსვლას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კანდიდატებმა უნდა დაადასტურონ სწავლის მოტივაცია და ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე“, - აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა მაისურაძე
EMBA პროგრამა მოიცავს წამყვანი პარტნიორი კომპანიების ბაზების გამოყენებით რეალური ბიზნეს პრობლემების შესწავლას, Orbit-ის ბაზით სამეწარმეო იდეების განვითარებას, მონაცემთა ანალიზსა და პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოდგენილ გამოყენებით საკონსულტაციო პროექტებს.
პროგრამაზე ასწავლიან პროფესიონალი ლექტორები, რომლებსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერული პოზიციებზე. ასევე, პრაქტიკული ელემენტები პარტნიორ კომპანიებთან კოორდინირებით მენტორობის დახმარებით ხორციელდება.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ ტოპ მენეჯმენტის პოზიციები (CEO, CFO, COO, VP) ისეთ სექტორებში, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაცია, ინვესტირება, ინოვაციები, ტექნოლოგიები და მდგრადი განვითარება და მართვა. ისინი დაეუფლებიან თანამედროვე ბიზნეს ტექნოლოგიებს (მაგალითად: ERP, CRM, Tableau, PowerBI, Blockchain Technologies, AI), რაც მათ კომპლექსური ბიზნეს პრობლემების გადაჭრაში, პროცესების მართვაში, ორგანიზაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების შექმნაში დაეხმარება.
SEU-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა მაღალი სტანდარტების, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მაგალითია მათთვის, ვინც მიზნად ისახავს გახდეს მომავლის ტექნოლოგიური და სტრატეგიული ლიდერი.




























