მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაანაცვლებს თუ არა ქართული ტკბილეული იმპორტირებულ პროდუქციას?

BM.GE
21.03.23 12:37
166
ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „სანდომი“ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზე მუშაობს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, გიორგი ვასაძემ განუცხადა. მისივე ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტკბილეულის იმპორტი შემცირდა, რამაც ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. „სანდომის“ გაყიდვების მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ ისეთი ტკბილეულის წარმოება დაიწყო, რომელიც აქამდე საქართველოში ან მცირე რაოდენობა იწარმოებოდა ან საერთოდ არ იყო. 

როგორ აისახება ადგილობრივ წარმოებაზე ინფლაცია და როგორ პროგნოზებს აკეთებენ ტკბილეულის მწარმოებლები?

სტუმარი: თეკლა თალაკვაძე - "სანდომის' მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები