მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩაანაცვლებს თუ არა სამშენებლო სექტორში იპოთეკურ სესხს შიდა განვადება?

5c84a83ec55dc
ელენე გოგბერაშვილი
10.03.19 10:00
4020
ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდეგ, ბოლო 2 თვეში საცხოვრებელი ფართების გაყიდვები 40-50%-ით შემცირდა. ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს, რომელიც ასოციაციის წევრი 200-ზე მეტი კომპანიის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა.

ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართების 60%-ზე მეტი იპოთეკური სესხების გზით იყიდებოდა. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი რეალიზაცია თითქმის განახევრდა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ იპოთეკური სესხები შიდა განვადებამ ჩაანაცვლოს, ირაკლი როსტომაშვილი გვპასუხობს, რომ ის შიდა განვადების წინააღმდეგია.

„შიდა განვადების მე ვარ მოწინააღმდეგე გამომდინარე იქიდან, რომ მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი არაპროფილურ ბიზნესს. მე ვთვლი, რომ შიდა განვადება ეს არის იგივე სესხის გაცემა.

მე ვეწინააღმდგეები ბანკების მიერ მშენებლობას, ასევე ვეწინააღმდგები მშენებლებისგან ბანკის ფუნქციის შეთავსებას. დეველოპერის საქმე არ არის საფინანსო ოპერაციები და ფულის გაცემა“-აცხადებს bm.ge-თან მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები