ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომით ბაზარზე - დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეს ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო. მსოფლიოს მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი დედამიწაზე უფრო დიდ ტრანსფორმაციას მოახდენს, ვიდრე მობილური ტელეფონი. ამასთან, IMF-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოების უთანასწორობის პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს, სამუშაოების 40%-ში კი ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს.