მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია
20.08.25 17:46
583

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, „საქართველოს რაგბის კავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები