„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი მათგანი ახალ თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ დეპუტატი აღარ იქნება. საკითხს სავარაუდოდ საპროცედურო საკითხთა უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.