გასული წლის ბოლოს მთავრობის მეთაურმა 200 ათასი სოცდაუცველის ამუშავების მიზნით ახალი პროგრამა დააანონსა. მისი განცხადებით, შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებს და სწორედ მათთვის უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახით დასაქმების ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას გააჩენს.
რა სიახლეები ამ მხრივ, ჩაერთვნენ თუ არა პროფესიული კოლეჯები მათი გადამზადების პროცესში?
სტუმრები: მათე ტაკიძე - კოლეჯი "სპექტრის" ხელმძღვანელი;
თამარ ზაქარაშვილი - კოლეჯ “კონსტრუქტორის” დირექტორი.