თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.
სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.
„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

























