ჩაინიშნე საკითხავი - გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანიას იწყებს და წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.
ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია - სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა... ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა ექნება საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები. სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები ათივე წიგნში განთავსდება და ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელი იქნება.