მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის საკრეფი ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში ცვლილებებია - როგორია ფერმერების პოზიცია?

ჩაის მწარმოებელი ფერმერებისთვის სახელმწიფომ თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა, რომლის მიხედვითაც მათ საკრეფი დანადგარის ღირებულების 50% უფინანსდებოდათ, დახმარება არაუმეტეს 500 ლარით განისაზღვრა. პროგრამამ ამ სახით ვერ გაამართლა, სწორედ ამიტომ მასში ცვლილებები შევიდა და თანადაფინანსება 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. თუმცა ცვლილება დაგვიანდა და ფერმერებმა პროგრამის ათვისება ვეღარ მოასწრეს. რამდენად სწორად არის შედგენილი პროგრამა, რომელმაც ჩაის წარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და არის თუ არა ეს თანხები საკმარისი?