მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაისუბნის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5d81e0e102036
BM.GE
18.09.19 11:44
676
ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის ქუჩაზე, 700 კვ.მეტრზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო ბორდიურები.

ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ბი-ემ-სი“ ასრულებს და მისი ღირებულება 45 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში, პარალელურად ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები