მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Chambers and Partners-მა” “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები” საქართველოს საუკეთესო იურიდიულ ფირმებს შორის აღიარა

6234572740bf4
მარიამ იზორია
18.03.22 14:08
666
“Chambers and Partners"-მა “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები” საქართველოს საუკეთესო იურიდიულ ფირმებს შორის ზოგადი ბიზნეს სამართლის მიმართულებით, როგორც გლობალურ, ასევე ევროპულ რეიტინგებში კიდევ ერთხელ აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები” Facebook-გვერდზე ავრცელებს.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Chambers and Partners-მა კიდევ ერთხელ აღიარა ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები საქართველოს საუკეთესო იურიდიულ ფირმებს შორის ზოგადი ბიზნეს სამართლის მიმართულებით, როგორც გლობალურ, ასევე ევროპულ რეიტინგებში. მმართველი პარტნიორი ლაშა ნოდია დასახელდა აღიარებულ პრაქტიკოსად და ხაზი გაესვა მის მნიშვნელოვან გამოცდილებას საარბიტრაჟო და სასამართლო სამართალწარმოების საკითხებში, ასევე, გადახდისუუნარობის სამართლის მიმართულებით.

მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი კლიენტების მიმართ მათი ნდობისათვის და მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენი გუნდის მიმართ მათი მუდმივი ძალისხმევისთვის და ერთგულებისთვის” - აღნიშნულია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: Chambers and Partners მსოფლიოში იურიდიული კვლევებისა და ანალიზის წამყვანი პროვაიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები