არის თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება ღვინის სექტორისთვის საფრთხის მატარებელი. იმაზე, რომ ევროკავშირში ახლა გაწევრიანება ღვინის სექტორს ჩამოანგრევს გასულ კვირას შალვა პაპუაშვილმა თქვა, თუმცა რატომ არ უსაუბრია. როგორც სხვა პროდუქციისთვის ისე ღვინისთვის ევროპული და ზოგადად დასავლეთის ბაზარი მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, თუმცა აქ ძირითადად მაღალხარისხიან ღვინოს ითხოვენ. ეს კი სექტორს აიძულებს ხარისხის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს და სწორედ ამიტომ კარგი ქართული ღვინო ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა ჯილდოების მფლობელი.. თუმცა მეორეს მხრივ, სექტორში ისევ გამოწვევებია... ღვინის ექსპორტის 68% ერთ - რუსეთის ბაზარზე მოდის, სადაც ქართული ღვინის ფასი შედარებით დაბალია, თუმცა ხარისხის კუთხით არც განსაკუთრებული მოთხოვნებია. რატომ დაბრუნდა სექტორი 20 წლის წინანდელ ვითარებაში, როდესაც ქართული ღვინის ბაზარი რუსეთი იყო და რუსული ემბარგოც იწვნია - რა სჭირდება დღეს ღვინის სექტორს?
სტუმარი: ვასილ მანაგაძე - „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი;