საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა-არჩამოწერაზე მსჯელობა არ მიდის. საკითხზე გაბუნიამ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.
„კომენდანტის საათის დროს გამოწერილ ჯარიმებს რაც შეეხება, ამაზე არანაირი სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობს პარლამენტში. დროდადრო იყო ამაზე პარლამენტში, ჩემი აზრით, სამართლიანადაც განცხადებები, შეკითხვები. საზოგადოებას აინტერესებს ხელისუფლების პოზიცია. ეს არის სამუშაო საკითხი, თუმცა მე არ შემიძლია დავაანონსო, იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარი იყო, ხოლო იურიდიული პირისითვის 15 000 ლარი.