რა რისკები და შესაძლებლობები ექმნება ღვინის სექტორს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პირობებში. ვიდრე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ჩახსნაზე საჯაროდ იტყოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ევროკავშირში შესვლით მაგალითად ქართული ღვინის ბაზარი ჩამოიშლება. შალვა პაპუაშვილის განცხადებაში ევროკავშირის სტრუქტურულ მოწყობასთან და გაერთიანებაში წევრობისათვის გასავლელ ეტაპებზე ინფორმაცია სიზუსტეს ბევრ ნაწილში იყო მოკლებული. მაგალითად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 22 ქვეყანაა შენგენის ზონის წევრი და ასევე ევროკავშირის ქვეყნებს არ ევალებათ სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჰქონდეთ მხოლოდ ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ თემაზე განმარტებები პროფესიონალების მხრიდან ბევრი იყო, თუმცა ჩვენ ბიზნესის გადმოსახედიდან ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და მათი ნაწილის ამ დრომდე არ მიუღია მთავრობის განმარტება იცვლება თუ არა ღვინის მიმართულებით პოლიტიკა, მაშინ როცა აქამდე ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მთავრობა სოლიდურ მარკეტინგულ ბიუჯეტს ხარჯავდა.