მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვაზე პარლამენტი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს

58e507e9dd897
BM.GE
05.04.17 19:04
1494
ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვაზე პარლამენტი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვის ინიციატორი თავად კერძი სექტორია, რასაც ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს.

"როდესაც ბოთლის ღვინის ექსპორტი ასე მნიშვნელოვნად იზრდება, აღარ არის საჭიროება, რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გადიოდიეს. გარდა ამისა, როდესაც ღვინო ჩამოსასხმელი სახით გადის, ჩვენ უკვე არხელგვეწიფება, აღვრიცხოთ ზუსტი რაოდენობა ჩამოსასხმელი ღვინოების და გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ჩამოსასხმელი სახით კითხულობენ ღვინოს, უფრო მეტ ღვინოს აწარმოებენ, ვიდრე მათ იყიდეს საქართველოდან", - განმარტა სამანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2016 წელს დაახლოებით, 50 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე და აქედან, ჩამოსასხმელი სახით - მხოლოდ 500 ათასი ლიტრი იყო.
აღნიშნულ ინიციატოვას მხარს უჭერს „კახური ტრადიციული მეურნეობის“ დამფუძნებელი ზურა ჩხაიძე.

"ჩვენ თუ გვინდა სტაბილურობა, ხარისხი, რა თქმა უნდა უკეთესია, აიკრძალოს ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა. ზოგიერთ კომპანიას უკვე აღარ აქვს სამუშაო ღვინო იმისთვის, რომ ჩამოასხას და გაყიდოს. აშკარად ჩანს, რომ წითელი ღვინის დეფიციტია. თუკი დეფიციტია, მაშინ რატომ უნდა გავყიდოთ ჩამოსასხმელი ღვინო მით უმეტეს, რომ თითოეული ლიტრი ჩამოსასხმელი გადატვირთული ღვინო დაახლოებით 80 ცენტს უდრის. რა მოაქვს ამას ეკონომიკისთვის? მეორე საკითხი ისაა, რომ ყოველ გადატვირთულ ერთ ლიტრზე შეიძლება, 4-5 ლიტრი ჩამოისხას და ამის მაგალითები ჩვენ უკრაინაში გვაქვს", - განუცხადა „საქმის კურსს“ ჩხაიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები