მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოვიდა, ჭამა, წავიდა... ოდესმე კულინარიის ექსპორტზე ფიქრი ხომ უნდა დავიწყოთ?! - შეფი

ლუკა ნაჭყებია

შეფ ლუკა ნაჭყებიას აზრით, იმისთვის, რომ გასტრონომიულმა ტურიზმმა ქვეყნის ეკონომიკას მეტი შემოსავალი მოუტანოს, საჭიროა, ქართული კულინარიის ექსპორტი.

„კულინარიის ექსპორტი არაა მხოლოდ ქართული კერძების რეცეპტების ექსპორტი“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც „კარბონარას“ მაგალითზე ჰყვება, როგორ არის შესაძლებელი, ტრადიციული კერძებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტის ხელშეწყობა.

- სულ რაღაც 30 წელია, რაც იტალიის გასტრონომიის ინსტიტუტმა დააკანონა, რომ „კარბონარაში“ უნდა იყოს გუანჩალე და პეკორინო, როცა იქამდე ორიგინალ რეცეპტში ნაღები, ნიორი და ამერიკული ბეკონი იყო. საინტერესო ისტორიაა... რატომ დააკანონა? - კერძი არის ექსპორტისთვის სავიზიტო ბარათი; თუ შენი რეცეპტით ვიღაც აკეთებს საზღვარგარეთ კერძს, გააყოლე კანონები და გონებრივი შეგნება, რომ თუ გინდა, კერძი ავთენტიკური იყოს, პროდუქტიც უნდა იყოს ავთენტიკური. საქართველოში რომ გუანჩალე და პეკორინო იყიდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იტალიის კულტურის სამინისტრომ იმუშავა ადეკვატურად - რეცეპტს გააყოლა მარკეტინგი ანუ პროდუქტის გაყიდვის საშუალება, ამიტომ არის, რომ სახლში გვაქვს ბალზამიკო, ჰოისინის სოუსი, სოიოს სოუსები და ა.შ. ამდენად, ნედლეულის ექსპორტი თუ არ მოხდა, მხოლოდ კულინარიის ექსპორტი არაფერში გვაწყობს - ჩამოვიდა, ჭამა, წავიდა. შენ თუ ექსპორტზე არ გაიტანე ნედლეული/პროდუქტი და უცხოეთიდანაც არ მიიღე შემოსავალი ანუ კულინარიას არ იყენებ ადეკვატურად.

- ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ კულინარიამ ქვეყანას მეტი შემოსავალი მოუტანოს?

- კულინარია ვიღაცამ უნდა ჩაიბაროს. დღეს ყველას აბარია და თან არავის. ყველაზე მეტს მაინც აკეთებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გასტრონომიული ტურიზმი არის ტურიზმში შემოსავლის მიღების ნომერ პირველი წყარო... კულინარიის ექსპორტის თემა უნდა ებაროს კულტურის და ეკონომიკის სამინისტროებს, რადგან ექსპორტის სტიმულირებისთვის კულინარია იდეალურია, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს. მაგალითად, რატომ არ უნდა შემეძლოს ნიუ-იორკში ვიყიდო კახური ზეთი?!

- მეწარმეებმა ხომ არ უნდა იაქტიურონ უფრო მეტად?

- დიახ, მაგრამ ჯერ საზღვარგარეთ მომხმარებელს ადეკვატური ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონდეს, რომ ბიზნესს წარმოების სურვილი გაუჩნდეს?

- ანუ პირველ რიგში, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება?

- უნდა არსებობდეს კაბალური წესი, რა არის ქართული ტრადიციული კულინარია... ქართული კიტრი-პომიდვრის სალათა რომ გააკეთო, აუცილებლად უნდა გქონდეს ნიგოზი და ქართული კახური ზეთი...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები