სინგაპურული კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ Chandler Good Government Index-ში, ანუ ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია. 2025 წლის ინდექსში, საქართველო 42-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაშინ როდესაც წინა წლის ინდექსში ქვეყანა 39-ე ადგილზე იყო.
2025 წლის ინდექსით საქართველოს საერთო ქულაა 0.61, ხოლო წინა ინდექსით ქვეყნის შეფასება იყო 0.597. შესაბამისად აბსოლუტური ქულა გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო ამ ინდექსში მაინც დაქვეითდა. ამის მიზეზი ისაა, რომ წინა წლის ინდექსში მონაწილეობდა 113 ქვეყანა, 2025 წლის ინდექსში კი 120, შესაბამისად საქართველოს მიერ ქულის გაუმჯობესება საკმარისი არ აღმოჩნდა პოზიციის გაუმჯობესებისთვის.
ჩენდლერის კარგი მმართველობის ინდექსი შედგება შვიდი სვეტისგან, ხოლო ამ შვიდ სვეტში შემავალი კრიტერიუმების საერთო რაოდენობა არის 35. არაერთ კრიტერიუმში საქართველოს პოზიცია გაუარესებულია, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა; საკუთრების უფლებები; სამართლებრივი სისტემის ხარისხი; ინოვაციები და სხვა კრიტერიუმები.
საქართველოს შედეგები ყველა კრიტერიუმში:
1. ლიდერობა და ხედვა
- ეთიკური ლიდერობა – 38-ე
- გრძელვადიანი ხედვა – 16-ე
- ადაპტაციის უნარი – 11-ე
- სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა – 64-ე
- ინოვაციურობა – 66-ე
2. მყარი კანონები და პოლიტიკა
- კანონის უზენაესობა – 49-ე
- სასამართლო სისტემის ხარისხი – 27-ე
- გამჭვირვალობა – 12-ე
- მარეგულირებელი მმართველობა – 29-ე
3. ძლიერი ინსტიტუტები
- უწყებათაშორისი კოორდინაცია – 24-ე
- მონაცემებთან მუშაობის უნარი – 39-ე
- პოლიტიკის განხორციელების უნარი – 43-ე
- ბიუროკრატიის ხარისხი – 25-ე
4. ფინანსური მართვა
- მთავრობის დავალიანება – 48-ე
- ბიუჯეტის ზედმეტი / დეფიციტის არქონა – 66-ე
- ხარჯების ეფექტიანობა – 36-ე
- ქვეყნის რისკის პრემია – 62-ე
5. ბაზრის მიმზიდველობა
- საკუთრების უფლებები – 36-ე
- ინვესტიციების მოზიდვის უნარი – 4-ე
- ლოგისტიკური შესაძლებლობები – 77-ე
- სტაბილური ბიზნეს რეგულაციები – 15-ე
6. გლობალური გავლენა და რეპუტაცია
- საერთაშორისო ვაჭრობა – 39-ე
- საერთაშორისო დიპლომატია – 62-ე
- ქვეყნის იმიჯი / ბრენდი – 57-ე
- პასპორტის სიძლიერე – 64-ე
7. მოქალაქეთა კეთილდღეობა და განვითარება
- განათლება – 45-ე
- ჯანდაცვა – 74-ე
- საჯარო სერვისებით კმაყოფილება – 50-ე
- პირადი უსაფრთხოება – 65-ე
- ეკოლოგიური შედეგები – 46-ე
- შემოსავლების განაწილება – 57-ე
- დასაქმება – 95-ე
- გენდერული სხვაობა – 45-ე
- დისკრიმინაციის არარსებობა – 58-ე
- ფასების სტაბილურობა – 79-ე
ამავე ინდექსით, კარგი მმართველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერობენ:
- სინგაპური;
- დანია;
- ნორვეგია;
- ფინეთი;
- შვედეთი;
- შვეიცარია;
- ნიდერლანდები;
- გერმანია
- არაბთა გაერთიანებული საამიროები;
- ლუქსემბურგი.
ჩენდლერის კარგი მმართველობის კვლევითი ცენტრი სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც კარგი მმართველობის ინდექსს 2021 წლიდან გამოსცემს.


























