ფრანგულ მოდის ბრენდს Chanel-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრენდს მეთიუ ბლაზი უხელმძღვანელებს.
Chanel-ის კრეატიული დირექტორის პოზიცია მოდის სამყაროში ყველაზე სასურველ თანამდებობად ითვლება. ამას ადასტურებს ისიც, რომ უკვე რამდენიმე თვეა, მუდმივად განიხილება, თუ ვინ შეიძლება გახდეს ღირსი მოდის ინდუსტრიის საოცნებო პოზიციის დაკავების.
იქამდე სანამ მეთიუ ბლაზი Chanel-ის გუნდს შეუერთდებოდა, Bottega Veneta-ს ასევე კრეატიული დირექტორის ამპლუაში ხელმძღვანელობდა.
ის, რომ მეთიუ ბლაზი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია ვისთვისაც შესაძლოა Chanel-ის ბრენდი ჩაებარებინათ, ამას დიზაინერის მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. მეთიუ ბრიუსელის La Cambre-ს კურსდამთავრებულია. მაღალ მოდაში მისი კარიერა კი RAF SIMONS-ის ბრენდში მამაკაცის სამოსის დიზაინერის რანგში იწყება. მეთიუ ბლაზი ოთხი წლის განმავლობაში, Maison Margiela-ს კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი. მან კარიერის სამი წელი ასევე ფრანგულ მოდის ძვირად ღირებულ ბრენდს - CELINE-ს მიუძღვნა. 2016 წლიდან 2018 წლებში კი Calvin Klein-ის დიზაინერი გახლდათ. 2021 წლიდან დღემდე იტალიურ ბრენდს Bottega Veneta-ს ასევე კრეატიული დირექტორის ამპლუაში ხელმძღვანელობდა.
ცნობილია ისიც, თუ ვინ შეცვლის მეთიუს Bottega Veneta-ში. მისი პოზიცია Lacoste-ს ყოფილ კრეატიულ დირექტორს Louise Trotter-ს ერგო.