მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩანთები, საწვიმრები, ქუდები...- რა ფასად შეიძენთ პლასტიკის ნარჩენებისგან დამზადებულ პროდუქციას

პლასტიკვოჩერი

„Plasticwatcher.ge - ნარჩენების „დაპატიმრება“ და ცირკულარული აზროვნების ხელშეწყობაა.“ - ასე ახასიათებს „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას პლატფორმის დამფუძნებელი, ეკა ასათიანი, რომელიც უნიკალური დიზაინის ნივთებს: ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, მაგიდის გადასაფარებლებს, პლასტიკის ნარჩენებისგან ქმნის და რეალიზებას ამავე პლატფორმით ახლორციელებს.

არცერთი ნივთი ერთმანეთის იდენტური არ არის. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი გადაყრილი პოლიეთილენის პარკების, მაისურების, ბანერების თუ პლასტმასის ბოთლებისგან იქმნება. ამაში დიდ შრომას და ინტელექტუალურ რესურსს ვდებ,რადგან მსურს აღვაფრთოვანო ადამიანი და დავაფიქრო რომ შესაძლებელია ნარჩენებით ლამაზი ნივთების შექმნა.“- აღნიშნა ეკა ასათიანმა.

ნარჩენებს აგროვებს თვითონაც და უგროვებენ სხვებიც – მეგობრები, ახლობლები, კომპანიები. თავადვე ხუმრობს “მენაგვე ვარ და ჩემი მიზანი ნარჩენების დაპატიმრებააო”. ერთდროულად, ეს მისი პროტესტიცაა და სხვებისთვის მაგალითიც.

„იმის მიუხედავად , რომ ,,პლასტიკვოჩერი" გახლავთ მცირე ბიზნესი, მე ,,პლასტიკვოჩერს" ფულად ვერ აღვიქვამ და პირიქით, ემოციური გაცვლაა ვიდრე ფინანსური. ამ გზით გულისტკივილს გამოვხატავ და სხვების დაფიქრებას ვცდილობ.“ - განაცხადა ეკა ასათიანმა.

Plasticwatcher.ge-ზე ნივთების საშუალო ღირებულება 100-150 ლარია, ხოლო ვებგვერდიდან შეძენილი ნივთების მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფასოა.

Plasticwatcher.ge -ს უკვე თავისი დონორების ქსელი ჰყავს, – ადამიანების,ოჯახების, რომლებიც ეკასთვის ნარჩენებს აგროვებენ, მათ შორის არიან მისი მეგობრებიც, უცხო ადამიანებიც, კომპანიები და ორგანიზაციებიც.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები