ჩანთებისა და საფულეების ქართულმა ბრენდმა Gepherrini ყაზახეთში, ალმაატაში საზღვარგარეთ პირველი ბრენდირებული მაღაზია გახსნა. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე მაღაზია ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნება.
მაღაზიების გახსნასთან ერთად ბრენდმა ახალი ხაზი დაამატა და საფულეების გამოშვება დაიწყო, რომელიც ყველა იმ ქვეყანაშია წარმოდგენილი, სადაც კომპანიის ჩანთები იყიდება.
როგორც ილია გეფერიძე აცხადებს, ამ დრომდე საფულეების 15-მდე მოდელი აქვთ გამოშვებული. მათი ფასი 29 ლარიდან 119 -ლარამდე მერყეობს.

























