მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" გაიხსნა

5f513faf9f8ce
თამთა ჯიჯავაძე
03.09.20 23:03
1806
ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისი" გაიხსნა. ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია სასტუმროს აღმასრულებელმა მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ დაუდასტურა. მისივე თქმით, სასტუმროში მყოფი 938 ადამიანის პასუხები COVID-19-ზე იყო უარყოფითი. 

"ამჟამად, ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს სასტუმრო ფუნქციონირებას. ახლა ვისაც სურვილი აქვს, ტოვებს სასტუმროს, ხოლო ვისაც არა, ვიტოვებთ სატუმროში ჩვენი ხარჯებით ხვალამდე. მთელი ეს პერიოდი საკვები, სასმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, ყველა სტუმარისთვის იყო სასტუმროს ხარჯებით", – აღნიშნა გვანცა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ტერიტორიის დეზინფექცია და დასუფთავება მოხდა.  

ცნობისთვის, სასტუმრო "ოაზისი" 2 სექტემბერს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.