მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭარბი ტურიზმის პრევენციისთვის, პომპეიმ პარკის ბილეთებზე ლიმიტი დააწესა

იტალია

ანტიკურ რომაულ ქალაქ პომპეის 2024 წლის ზაფხულში რეკორდული რაოდენობის, 4 მილიონი ტურისტი ეწვია. ჭარბი ტურიზმის პრევენციისა და, 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ გადარჩენილი ნაქალაქარის დასაცავად, პომპეის არქეოლოგიურ ზონაში მოგზაურობის პირობები მკაცრდება.

ამიერიდან პომპეიში ვიზიტი ყოველდღიურად მხოლოდ 20 ათასი ტურისტისთვის იქნება შესაძლებელი, რისთვისაც პარკის მენეჯმენტი პერსონალიზებულ ბილეთებს გასცემს.

როგორც პომპეის პარკის დირექტორი, გაბრიელ ზაქტრიგელი განმარტავს, ქალაქის მთავარ არქეოლოგიურ ზონის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად 20 ათასს აჭარბებს, ბილეთების ახალი კვოტა კი ამ რიცხვების კიდევ უფრო ზრდას შეუშლის ხელს.

15 ნოემბრიდან ტურისტებზე ბილეთები გაიცემა, რომლებზეც დატანილი იქნება მოგზაურის სრული სახელი და გვარი და ვიზიტის დრო. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტურისტები მოგზაურობის ხანგრძლივობაშიც შეზღუდულები იქნებიან.

ამასთან, პომპეის ხელმძღვანელობა ცდილობს, ტურისტების ყურადღება ქალაქთან ახლოს არსებულ სხვა ისტორიული ძეგლებისკენ მიმართოს, რის გამოც თითოეულ ლოკაციაზე პომპეიდან უფასო ტრანსპორტი გადაადგილდება.

პომპეიში ვიზიტის ღირებულება 5-დან 22 ევრომდე მერყეობს. შეთავაზებები ვრცელდება ევროკავშირის 25 წლამდე მოქალაქეებსა და სტუდენტებზე, ასევე არამოქალაქეებზე, რომლებსაც იტალიაში ბინადრობის უფლება აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები