"ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი გიორგი მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯები საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების კუთხით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების თავიდან აცილების სურვილს უკავშირდება.
"ჭარბვალიანობა კრიტიკულ ნიშნულამდე მისული არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია მზარდი დინამიკა და ის ნაბიჯები რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა ზუსტად აქედან გამომდინარეობს, - წინასწარ უნდათ პოტენციური რისკების თავიდან აცილება, რაც ქვეყანას შეიძლება შეექმნას", - განაცხადა გიორგი მჟავანაძე გადაცემაში "საქმიანი დილა". ამასთან, ექსპერტმა დასძინა, რომ ფინანსურ და საბანკო სექტორს, როგორც ეკონომიკისა და მოსახელობის მტერს, ისე არ უნდა უყურებდეს საზოგადოება.
"ეს არის ფინანსური შუამავალი, რომელიც დეპოზიტარებსა და მსესხებლებს ერთმანეთან აკავშირებს, მათ გარეშე ეკონომიკური სისტემა ეფექტურად ვერ იმოქმედებს", - აღნიშნა მჟავანაძემ.

























